12/06/2026
EBIT Group-ს პარტნიორმა თამარ ჩხატარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ICC Georgia-ს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში და წარადგინა საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმდინარე მდგომარეობა, გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული მადლობა ICC Georgia-ს გუნდს და შეხვედრის ყველა მონაწილეს საინტერესო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და გადაწყვეტილების მიმღები მხარეების თანამშრომლობის გაძლიერებაში.
Tamuna Chkhatarashvili, Partner at EBIT Group, participated in the ICC Georgia Consultative Board Meeting, where she presented the Foreign Economic Dependence Index. The meeting also focused on Georgia’s current business and investment climate, key challenges, and opportunities for future development.
We would like to express our sincere gratitude to the ICC Georgia team and all participants for the engaging discussions and valuable exchange of insights. We believe that platforms like these play an important role in strengthening collaboration between the private sector, international partners, and decision-makers, ultimately contributing to a more competitive and attractive business environment.
04/06/2026
EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჟაშვილი, მონაწილეობდა პროკრედიტ ბანკის 2026 წლის პირველ რეგიონულ ბიზნეს შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სტრატეგიული მართვის მიმართულებით.
ვლადმა ისაუბრა ბიზნესის ფინანსურ მართვაზე, კომპანიის ღირებულების შეფასების მნიშვნელობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც კომპანიებს ზრდისა და მდგრადი განვითარების მიღწევაში ეხმარება.
მადლობას ვუხდით პროკრედიტ ბანკს მოწვევისა და მსგავსი მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც რეგიონებში ბიზნეს ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.
20/05/2026
გაიუმჯობესეთ კარიერული შესაძლებლობები IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსით! ✔️
⏱ ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა - 24 საათი
📍მისამართი: ირაკლი აბაშიძის #34, ტერმინალის ვაკის ფილიალი
რეგისტრაცია სრულდება 29 მაისს
📖 ისწავლით:
🔹 როგორ გადაჭრათ IFRS გამოწვევები დამოუკიდებლად
🔹 ფასს-თან დამოუკიდებელ მუშაობას
🔹 კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას
🔹 აქტივების მართვის პროცესისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას
🔹 აუდიტის დასკვნის გაანალიზებას
🔹 კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას
👥 რატომ უნდა აგვირჩიოთ:
🔹 მცირე ჯგუფები (15 მსმენელი) ინტერაქციული სწავლებისთვის
🔹 რეალური ქეისების განხილვა და ანალიზი
📚 კურსი განკუთვნილია:
ფინანსისტებისთვის | ბუღალტრებისთვის | აუდიტორებისთვის | რეპორტინგის სპეციალისტებისთვის
დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ.
👉 სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/gldGw
📞 591 026 220; 574 900 343
15/05/2026
მაისსა და ივნისში EBIT Group გთავაზობთ პროფესიულ კურსებს ფინანსების, საგადასახადო კანონმდებლობის, IFRS-ისა და საწყობებისა და მიწოდების მენეჯმენტის მიმართულებით.
ჩვენი პროგრამები აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, რეალურ ქეისებსა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მონაწილეებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
📚 მაისი — ივნისის კურსები:
• IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი - 29 მაისი
• ფინანსები ტოპ მენეჯერებისთვის - 28 მაისი
• საწყობების მენეჯმენტი და მიწოდების მართვა - 3 ივნისი
• საგადასახადო კანონმდებლობის სრული კურსი - 9 ივნისი
EBIT Group — პრაქტიკული ცოდნა რეალური შედეგებისთვის.
13/05/2026
EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჟაშვილი, დაესწრო საერთაშორისო სამიტს — Yerevan Dialogue 2026, სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობები, ეკონომიკური თანამშრომლობა და საინვესტიციო პერსპექტივები.
სამიტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები რეგიონულ განვითარებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, საერთაშორისო პარტნიორობებსა და ახალ საინვესტიციო მიმართულებებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, დიპლომატიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის, როგორც ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო ჰაბის პოტენციალს.
განსაკუთრებული მადლობა Enterprise Armenia-ს საინტერესო დისკუსიისთვის.
---
EBIT Group’s Managing Partner, Vlad Bezhashvili, attended Yerevan Dialogue 2026 — an international summit focused on the opportunities, economic potential, and investment perspectives of the South Caucasus region.
The summit brought together representatives from government, diplomacy, and business sectors to discuss regional cooperation, economic resilience, strategic connectivity, and emerging investment opportunities.
A major focus of the forum was the growing role of the South Caucasus as an emerging investment and economic hub.
Special thanks to Enterprise Armenia for interesting discussions.
08/05/2026
👉 EBIT Group წარმოგიდგენთ საგადასახადო კანონმდებლობის სრულ კურსს, რომელიც აერთიანებს მოქმედ კანონმდებლობას, პრაქტიკულ მაგალითებს და საგადასახადო დავების რეალურ გამოცდილებას.
კურსი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითად პრინციპებს, გადასახადებს, დეკლარირებასა და საგადასახადო კონტროლის პრაქტიკას.
კურსს გაუძღვება ნინო ფოდიაშვილი — მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო ექსპერტი.
📅 9 ივნისი — 30 ივლისი
🗓 სამშაბათი & ხუთშაბათი | 19:00 – 21:00
📍 ტერმინალი, აბაშიძის N34
💻 დასწრება შესაძლებელია ონლაინაც
⏱ 30 საათიანი პროგრამა
სარეგისტრაციო ლინკი: https://shorturl.at/Upg7O
07/05/2026
👉 გსურთ საწყობის ოპერაციების უფრო ეფექტურად მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და პროცესების სწორად დაგეგმვა?
EBIT Group წარმოგიდგენთ კურსს — „საწყობების მენეჯმენტი და მიწოდების მართვა“, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ლოგისტიკურ ქეისებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.
კურსის ფარგლებში განიხილება:
* საწყობის მართვის პროცესები
* ინვენტარიზაცია და KPI-ები
* WMS სისტემები
* ABC ანალიზი და 5S სისტემა
* საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია
📅 3, 10, 17 ივნისი
🕖 19:00 – 21:00
📍 აქსის თაუერსი — ტერმინალის ფილიალი
კურსის ღირებულება: 450 ლარი
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/x5TFC
05/05/2026
👉 EBIT Group-ის ორგანიზებით გაიმართა მესამე შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვებს შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობები და მათი პრაქტიკული გავლენა ბიზნესზე.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო რეალური მაგალითები ისეთ თემებზე, როგორიცაა შემოსავლების აღიარება, სესხები, დივიდენდები, აქტივების აღრიცხვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.
04/05/2026
👉 დარეგისტრირდით ტრენინგზე - ფინანსები ტოპ მენეჯერებისთვის და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ტოპ მენეჯერებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებათ 🙌
⏱ კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა
🗓 სწავლა იწყება: 28 მაისს
ლოკაცია: 29 შოთა რუსთაველის გამზირი, ბილტმორი
📖 რას ისწავლით:
🔹როგორ შეაფასოთ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობები
🔹კომპანიის მომგებიანობის დათვლას
🔹კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების კითხვას
🔹როგორ გააანალიზოთ მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტი
🔹გაეცნობით იმ ბიზნეს სექტორების საშუალო მაჩვენებლებს (ბენჩმარკები), სადაც თქვენი ბიზნესი მოღვაწეობს
🔹როგორ მიიღოთ ინფორმაცია გარე დაფინანსების წყაროებსა და ინვესტიციების შეფასების მეთოდებზე
🙋♂️ რატომ უნდა აგვირჩიოთ:
✅ მცირე ჯგუფები (15 მსმენელი) ინტერაქციული სწავლებისთვის
✅ რეალური ქეისების განხილვა და ანალიზი
📚 კურსი განკუთვნილია:
კომპანიის დირექტორებისთვის | სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის | მათთვის ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ფინანსების მიმართულებით
👉 სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/rAcrX
📞 591 026 220; 574 900 343